კულტურული მემკვიდრეობის შესახებ
Article 19. ძეგლის კლასიფიკაცია
1. ძეგლის კლასიფიკაცია სახეობებად ხდება მისი ტიპოლოგიის, ისტორიული, კულტურული, მხატვრული, ესთეტიკური, მემორიალური, სულიერი, მეცნიერული და სხვა ღირებულებების მიხედვით.
2. ძეგლის სახეობებია: ა) არქეოლოგიური; ბ) არქიტექტურის; გ) საინჟინრო; დ) ქალაქთმშენებლობის (ურბანული); ე) საბაღე-საპარკო ხელოვნებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის; ვ) პალეოგრაფიული; ზ) მონუმენტური სახვითი ხელოვნების; თ) მემორიალური; ი) ეთნოგრაფიული; კ) სახვითი ხელოვნების; ლ) დოკუმენტური; მ) მეცნიერების, ტექნიკის ან მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებული.
3. ძეგლის სახეობა განისაზღვრება შესაბამის დარგში შემუშავებული მეცნიერული კრიტერიუმებით.
