საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
Article 6. მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებები
1. მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებია: ა) ლიტერატურული ნაწარმოები (წიგნი, ბროშურა, სტატია, კომპიუტერული პროგრამა და სხვა); ბ) დრამატული ან მუსიკალურ-დრამატული ნაწარმოები, ქორეოგრაფიის ან პანტომიმის ნაწარმოები და სხვა სასცენო ნაწარმოები; გ) მუსიკალური ნაწარმოები ტექსტით ან უტექსტოდ; დ) აუდიოვიზუალური ნაწარმოები; ე) სკულპტურის, ფერწერის, გრაფიკის, ლითოგრაფიის, სახვითი ხელოვნებისა და სხვა მსგავსი ნაწარმოები; ვ) დეკორატიულ-გამოყენებითი ან მონუმენტური ხელოვნების ნაწარმოები; ზ) თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების ნაწარმოები; თ) არქიტექტურული, ქალაქმშენებლობის ან საბაღე-საპარკო ხელოვნების ნაწარმოები; ი) ფოტოგრაფიული ნაწარმოები ან ფოტოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით შექმნილი ნაწარმოები. აუდიოვიზუალური ნაწარმოების ცალკეული გამოსახულება არ ითვლება ფოტოგრაფიულ ნაწარმოებად; კ) რუკა, გეგმა, ესკიზი, ილუსტრაცია და სხვა მსგავსი ნაწარმოები, რომელიც მიეკუთვნება გეოლოგიას, გეოგრაფიას, კარტოგრაფიას ან სხვა დარგებს; ლ) გადამუშავებული ნაწარმოები, კერძოდ, თარგმანი, მხატვრული ნაწარმოების პწკარედი, ადაპტაცია, ეკრანიზაცია, მიმოხილვა, ინსცენირება, კომპილაცია, მუსიკალური არანჟირება და მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა სხვაგვარი გადამუშავება; მ) შედგენილი ნაწარმოები, კერძოდ, კრებული, ენციკლოპედია, ანთოლოგია, მონაცემთა ბაზა და სხვა ნაწარმოები, რომელიც მასალის შერჩევისა და განლაგების მიხედვით ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს; ნ) სხვა ნაწარმოებები.
