კულტურული მემკვიდრეობის შესახებ
კულტურული მემკვიდრეობის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ არქეოლოგიური ან კვლევითი სამუშაოების ან პრევენციული კონსერვაციის ჩატარება. ამ შემთხვევაში სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისაგან: ა) განმარტებითი ბარათი. განმარტებით ბარათში უნდა მიეთითოს: ძეგლის ან არქეოლოგიური ობიექტის (მოძრავი ძეგლის შემთხვევაში – მისი ძირითადი შენახვის ადგილის) ზუსტი დასახელება, არქეოლოგიური ობიექტის ზუსტი დასახელების არარსებობის შემთხვევაში – მისი ადგილმდებარეობის დასახელება და ზუსტი მისამართი. განმარტებით ბარათში დასაბუთებული უნდა იყოს: ა.ა) სამუშაოების ჩატარების გადაუდებელი აუცილებლობა და არსებულ პირობებში სრული საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის შეუძლებლობა; ა.ბ) ჩატარებული სამუშაოს ტიპი, სახეობა და მოცულობა, გამოსაყენებელი ტექნოლოგიები და მეთოდოლოგია და მათი შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან; ა.გ) პრევენციული კონსერვაციის შემთხვევაში – ასევე პრევენციული კონსერვაციის ეფექტიანობის სავარაუდო ხანგრძლივობა, შემდგომ ღონისძიებათა სახეობები და მათი განხორციელების სავარაუდო ვადები; ბ) ობიექტისა და მისი დაზიანებების ამსახველი დეტალური ფოტომასალა; გ) უძრავი ობიექტის შემთხვევაში – შესასწავლი ტერიტორიის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა შესაბამისი მასშტაბით, ზუსტი კოორდინატებით; დ) არქეოლოგიური სამუშაოების შემთხვევაში – ასევე ჩასატარებელი სამუშაოების შედეგად გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტებისა და მასალის კონსერვაციისა და რეკულტივაციის, შესაბამის საცავებში შემდგომი დაბინავებისა და შენახვის პირობების უზრუნველყოფა; ე) სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკი (არქეოლოგიური ობიექტის შემთხვევაში – სექტორებისა და შესაბამისი სამუშაოების თანმიმდევრობის ჩვენებით); ვ) დასკვნა სამუშაოების ჩატარების მოსალოდნელი შედეგების შესახებ.
These lawyers work in the legal area related to this article.