1.გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) დასაშვებია მხოლოდ შემდეგ განსაკუთრებულ შემთხვევებში: ა) აღსადგენად და ბუნებრივ პირობებში გასამრავლებლად (გასაშენებლად); ბ) დენდროლოგიურ და ბოტანიკურ ბაღებსა და პარკებში გასაშენებლად; გ) სამეურნეო მიზნით, ხელოვნურ პირობებში გასაშენებლად; დ) სამეცნიერო მიზნებისათვის; ე) ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სანიტარიული ჭრის განხორციელებისას; ვ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელებისას; ზ) თუ საქართველოს ტყეში არსებობს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ბუნებრივად მოთხრილ-მოტეხილი, ფაუტი, ზეხმელი და ხმობადი მერქნიანი მცენარეები; თ) თუ ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში, აღკვეთილის გარკვეულ უბნებში და დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არსებობს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ბუნებრივად მოთხრილ-მოტეხილი , ფაუტი, ზეხმელი და ხმობადი მერქნიანი მცენარეები; ი) არსებული საწარმოებისა და ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების მიზნით.
2.გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) სამეურნეო მიზნით, ხელოვნურ პირობებში გასაშენებლად დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ველური მცენარე გაშენებულია ხელოვნურად. 2 1 . გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვებაზე (ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე) წერილობით თანხმობას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„დ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გასცემს სააგენტო. 2 2 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სანიტარიული ჭრით გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული ტყის მართვის ორგანო. 2 3 . ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ან „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური მცენარეების ან მათი ნაწილების მოპოვების (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) შესახებ გადაწყვეტილებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული ტყის მართვის ორგანო. საქართველოს 2009 წლის 24 მარტის კანონი №1089-სსმI, №7, 06.04.2009წ., მუხ.23 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1917-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.227 საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 62 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1657 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5955 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №935 – ვებგვერდი, 07.07.2025წ. თავი VIII. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და აღდგენითი ღონისძიებები



