2.საქართველოს შეუძლია ცალმხრივად დააწესოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სანქციები.
3.საქართველოს მიერ საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების დაწესების შემთხვევაში ზიანის კომპენსირების პროცედურა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4.გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებთან შესაბამისობის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია დააწესოს აკრძალვები, მათ შორის, პროდუქციის ექსპორტზე, იმპორტზე, ტრანზიტზე.
5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული აკრძალვების შესრულება სავალდებულოა იმ ადმინისტრაციული ორგანოებისთვის, რომლებიც ამგვარ დავალებას მიიღებენ. თავი IX კონტროლის ღონისძიებები
