Article 124. საერთაშორისო სწავლების ჩატარებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურება
1. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტის მოსამსახურის მიერ სხვა პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი განისაზღვრება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან/და საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტის მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სხვა პირისთვის მიყენებული ზიანისთვის პასუხისმგებელია ის სახელმწიფო უწყება, რომელშიც დასაქმებულია აღნიშნული მოსამსახურე. თავი XII სამშვიდობო ოპერაცია
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
