ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ
Article 8. სამართლებრივი ზედამხედველობის განხორციელების წესი
1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სამართლებრივ ზედამხედველობას ახორციელებს შესაბამისი ზედამხედველობის ორგანო.
2. ზედამხედველობის ორგანო სამართლებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, ხოლო „ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ს შესაბამისად საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიმართ – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნის გარეშე. ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (თანამდებობის პირი) „ ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღებიდან (გამოცემიდან) არა უგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა ზედამხედველობის ორგანოს აცნობებს ამ ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტებისა და მათი „ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ გამოსაქვეყნებლად გაგზავნის თაობაზე.
