აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ
Always up-to-date legal framework
3.სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას მთავრობის თავმჯდომარე, მინისტრები და საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელები გამოსცემენ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს.
4.სამსახურებრივი ზედამხედველობა ხორციელდება ქვემდებარეობის წესით.
5.სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია დაქვემდებარებული დაწესებულებებისაგან მოითხოვოს სამართლებრივი აქტები და სხვა დოკუმენტები, თანამდებობის პირებისაგან მიიღოს განმარტებები და დასკვნები. დაქვემდებარებული დაწესებულება ვალდებულია დოკუმენტები, განმარტებები და დასკვნები წარმოადგინოს არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა, თუ სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის მიერ სხვა ვადა არ არის დადგენილი.
6.მთავრობის თავმჯდომარე/მთავრობა უფლებამოსილია გააუქმოს მინისტრების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები მათი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით.
7.მთავრობა უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს მინისტრის ნორმატიული აქტი მისი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით.
These lawyers work in the legal area related to this article.