1.ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და თანამდებობის პირები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ შესაბამის სამართლებრივ აქტებს.
2.ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტია საკრებულოს დადგენილება. საკრებულოს დადგენილების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება ამ კანონით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დებულებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
