დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Article 33^1. (ამოღებულია)
საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №895 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.319 საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2698 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.69 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4430 - ვებგვერდი, 22.03.2011წ. საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6504 – ვებგვერდი, 02.07.2012წ. თავი VIII 1 . განრიდების სუბიექტის მიერ ნაკისრი საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს აღსრულება საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. მუხლი 33 2 . საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს აღსრულების წესი 1. თუ განრიდების სუბიექტი იკისრებს საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულებას, როგორც განრიდების პირობას, პროკურორი პრობაციის ბიუროს უგზავნის ინფორმაციას ამ პირის მიერ ნაკისრი განრიდების პირობის შესახებ, რის შემდეგაც პრობაციის ბიურო განრიდების სუბიექტს განუსაზღვრავს სამუშაოს სახესა და ყოველდღიურ ხანგრძლივობას.
2. განრიდების სუბიექტის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულებაზე ვრცელდება ამ კანონის დებულებანი მათი შინაარსის გათვალისწინებით. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. მუხლი 33 3 . საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულებაზე ზედამხედველობა 1. განრიდების სუბიექტის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს სრულფასოვნად შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს შესაბამისი პრობაციის ბიურო.
