საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. თავი VIII. სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება მუხლი 29. სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულების წესი 1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ (მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით, მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადებისას) სასამართლო განაჩენის ასლის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს (შემდგომ − ადგილობრივი საბჭო) გადაწყვეტილების ასლის აღსასრულებლად მიღების შემდეგ პრობაციის ბიურო მსჯავრდებულს განუსაზღვრავს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახესა და ყოველდღიურ ხანგრძლივობას. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელი აღსრულდება საჯარო დაწესებულებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, შესასრულებელი სამუშაოს საზოგადოებისთვის სასარგებლო ხასიათიდან გამომდინარე, სასჯელი შეიძლება აღსრულდეს კერძო სამართლის იურიდიულ პირში.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
