დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Article 33. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით მსჯავრდებული პირის პასუხისმგებლობა
1. პრობაციის ოფიცერი აფრთხილებს მსჯავრდებულს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის წესებისა და პირობების დარღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის თაობაზე.
2. თუ მსჯავრდებული უარს აცხადებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაზე ან ჯიუტად თავს არიდებს მას, პრობაციის ბიუროს უფროსი ამ კანონით დადგენილი წესით მიმართავს სასამართლოს წარდგინებით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ.
3. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით მსჯავრდებულზე სამუშაოზე გამოუცხადებლობისას ვრცელდება ამ კანონის 12 1 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საპატიო პირობები.
4. პატივსადები მიზეზების არსებობისას დამსაქმებელს, პრობაციის ოფიცერთან შეთანხმებით, შეუძლია გაათავისუფლოს მსჯავრდებული კონკრეტულ დღეს სამუშაოს შესრულებისგან. ამ შემთხვევაში მსჯავრდებული შეუსრულებელ სამუშაოს სხვა დროს შეასრულებს. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6215 – ვებგვერდი, 29.05.2012წ.
