1.ორგანიზატორი საქართველოს მთავრობას წარუდგენს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს; ბ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საზღვრების აღწერას; გ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მოწყობის გეგმას; დ) მიწაზე ორგანიზატორის ან სხვა პირის/პირების საკუთრების უფლების შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერს. სხვა პირის/პირების საკუთრებაში არსებულ მიწაზე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მოწყობისათვის აუცილებელია აგრეთვე მესაკუთრის/მესაკუთრეების თანხმობა, რომ შესაბამის მიწის ნაკვეთზე განსაზღვრული ვადით შეიქმნას თავისუფალი ინდუსტრიული ზონა; ე) მტკიცებულებას, რომ დაკმაყოფილებულია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობები, ან ვალდებულებას, რომ იგი დააკმაყოფილებს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნისათვის დადგენილ მოთხოვნებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ
