1.სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა იმართება მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან 60 დღის ვადაში.
2.სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომებს იწვევს და უძღვება სახელმწიფო რწმუნებული. სამხარეო საკონსულტაციო საბჭო იკრიბება 3 თვეში ერთხელ მაინც. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს დებულებით. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს დებულებას სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს თანხმობით ამტკიცებს სახელმწიფო რწმუნებული.
