Article 48. ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები
1. ამ კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და მე-12 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა მიღებულ იქნეს 2015 წლის 31 დეკემბრამდე.
2. (ამოღებულია - 29.04.2026, №1552).
3. ამ კოდექსის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა თითოეულმა მუნიციპალიტეტმა მიიღოს 2017 წლის 31 დეკემბრამდე.
4. ამ კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კომპანიის ნარჩენების მართვის პირველი გეგმა სამინისტროს წარედგინოს 2017 წლის 1 ივლისამდე.
5. ამ კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-7 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა), მე-9 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა), მე-10 ნაწილითა და 35-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს აქტით განსაზღვრულ დასახლებული პუნქტების ტერიტორიებზე, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემა.
6. ამ კოდექსის მე-14 და მე-15 მუხლებითა და 29-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები 2028 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობებზე. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5563 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №124 - ვებგვერდი, 29.12.2016წ. საქართველოს 2019 წლის 26 ნოემბრის კანონი №5302 – ვებგვერდი, 04.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6751 – ვებგვერდი, 20.07.2020წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №157 - ვებგვერდი, 30.12.2024წ. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1552 – ვებგვერდი, 30.04.2026წ
