1.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
1.
Closest in meaning — including in other laws
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
Always up-to-date legal framework
2.დასახლების შექმნისა და გაუქმების, დასახლებისთვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭებისა და შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის წესებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
3.მართვის ოპტიმიზაციისათვის მუნიციპალიტეტი შეიძლება დაიყოს ადმინისტრაციულ ერთეულებად. თვითმმართველ თემში ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია ერთი ან რამდენიმე დასახლების ტერიტორიას ემთხვევა. თვითმმართველ ქალაქში ადმინისტრაციული ერთეული დასახლების ნაწილია.
4.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის შექმნისა და გაუქმების, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტის მერის ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, დადგენილებით იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ .
These lawyers work in the legal area related to this article.