საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი
Article 16. საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის შემადგენლობა
1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმა უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს: ა) განსახლების (დასახლებული და დაუსახლებელი ტერიტორიების) არსებულ და პერსპექტიულ სტრუქტურას, განსახლების სხვადასხვა დონის ცენტრების იერარქიას, დემოგრაფიის, ურბანიზაციისა და დეცენტრალიზაციის ასპექტებს; ბ) სივრცით კატეგორიებს (დასახლებული ტერიტორია, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორია, ბუნებრივი ლანდშაფტი, სხვა ტერიტორია); გ) განვითარების ცენტრების სისტემას; დ) დასაქმების ადგილებს, საცხოვრებლის ინტენსიური განვითარების ადგილებს, სუსტად განვითარებული სტრუქტურის მქონე ტერიტორიებს; ე) დაუსახლებელი ტერიტორიების დაცვის, მათი ფუნქციების შენარჩუნებისა და განვითარების ღონისძიებებს; ვ) დაუსახლებელ ტერიტორიებზე წიაღისეულის მოპოვების ადგილებს; ზ) წყლის ობიექტებს და წყალშემკრებ ტერიტორიებს; თ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიებს; ი) ტყის მასივის დაცვისა და განვითარების ტერიტორიებს; კ) დაცული ტერიტორიების სისტემას; ლ) სარეკრეაციო ტერიტორიებსა და საკურორტო ტერიტორიებს; მ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ტერიტორიებს; ნ) ძირითად საინჟინრო და სატრანსპორტო კომუნიკაციებს; ო) ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული განვითარების ძირითად გეგმარებით ღერძებს; პ) ენერგეტიკულ ობიექტებს; ჟ) საწარმოო პოტენციალის მქონე ტერიტორიებს; რ) ქვეყნის ცალკეულ ნაწილებში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მისაღებ ძირითად ზომებს, ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ტერიტორიების შენარჩუნებას; ს) თავდაცვის მიზნებისათვის განკუთვნილ ტერიტორიებს.
