ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
Article 62. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრება
1. მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და სხვა მოხელეების, აგრეთვე ამ კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ვ 1 “ ქვეპუნქტითა და 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ქ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში ამ კანონითა და საქართველოს სხვა კანონებით დადგენილი წესით.
2. მერიის თანამდებობის პირის (გარდა მერისა) და სხვა მოხელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება მერთან და შემდგომ − სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.
3. თუ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს, მერიის თანამდებობის პირის ან სხვა მოხელის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და საქართველოს კანონმდებლობას, საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მისი სასამართლოში გასაჩივრების შესახებ. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს სასამართლოში წარმოადგენს საკრებულოს ან საკრებულოს დავალებით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი, ხოლო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს/მერიას − მერის მიერ განსაზღვრული პირი. საქართველოს 2016 წლის 27 მაისის ორგანული კანონი №5142 - ვებგვერდი, 04.06.2016წ. საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის ორგანული კანონი №5160 - ვებგვერდი, 17 06.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. კარი III საქართველოს დედაქალაქი − თბილისი თავი VII საქართველოს დედაქალაქის სტატუსი
