საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ
Article 28. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტები
1. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოები და თანამდებობის პირები კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ სამართლებრივ აქტებს.
2. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ნორმატიული აქტების: საკრებულოს გადაწყვეტილების, მერის ბრძანების, მთავრობის დადგენილების, გამგებლის ბრძანების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს კანონით „ნორმატიული აქტების შესახებ“ , საქართველოს დედაქალაქის – თბილისის საკრებულოს რეგლამენტით , ქალაქ თბილისის მერიის დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
3. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების : საკრებულოსა და მთავრობის დადგენილებების , საკრებულოს თავმჯდომარის , მერის , საკრებულოს აპარატისა და მერიის ადმინისტრაციის უფროსებისა და გამგებლების განკარგულებების , საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელთა ბრძანებების მომზადების , მიღების , გამოქვეყნების , მოქმედების , აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება ამ კანონით , საქართველოს დედაქალაქის – თბილისის საკრებულოს რეგლამენტით , ქალაქ თბილისის მერიის დებულებით და სხვა აქტებით .
