უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
Article 64^3. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების პირობები
1. უცხოელს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებისას, აგრეთვე დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ პირს შეიძლება ჩაუტარდეთ დათვალიერება აკრძალული ნივთების გამოსავლენად. ასევე შეიძლება გაისინჯოს მათი პირადი ნივთები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. ამ მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს იძულების პროპორციული ღონისძიება.
2. დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული უცხოელი ვალდებულია: ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დროებითი განთავსების ცენტრში ყოფნის/ქცევის წესები; ბ) არ შეუქმნას საფრთხე დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ სხვა უცხოელს ან სხვა პირს, აგრეთვე დროებითი განთავსების ცენტრის უსაფრთხოებას; გ) განზრახ არ დააზიანოს საკუთარი და სხვა პირის ჯანმრთელობა ან დროებითი განთავსების ცენტრის საკუთრება.
3. უცხოელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულების შეუსრულებლობის (დარღვევის) შემთხვევაში მის მიმართ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული უსაფრთხოების ზომები.
