უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
Always up-to-date legal framework
1.უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებისთანავე: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი საქართველოდან გასაძევებელ უცხოელთან დაკავშირებით დროებითი განთავსების ცენტრს გადასცემს უცხოელის შესახებ ინფორმაციასა და დოკუმენტებს, მათ შორის, მის სამგზავრო დოკუმენტსა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტს; ბ) მოწმდება უცხოელის პირადი ნივთები და ტარდება მისი პირადი დათვალიერება უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის შესაბამისად. უცხოელს ჩამოერთმევა ყველა ნივთი, რომელთა დროებითი განთავსების ცენტრის ტერიტორიაზე შენახვაც ნებადართული არ არის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, გამოიყენოს იძულების პროპორციული ღონისძიება; გ) იგი გადის სამედიცინო შემოწმებას; დ) ხდება მისთვის ფოტოსურათის გადაღება, მისი თითების ანაბეჭდებისა და ხელისგულების ანაბეჭდების აღება.
2.საქართველოდან გასაძევებელი უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებისას იხსნება მისი პირადი საქმე, რომელშიც შეტანილია ის დოკუმენტები და ინფორმაცია, რომლებიც საფუძვლად უდევს უცხოელის დაკავებასა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებას, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტები, აგრეთვე დროებითი განთავსების ცენტრის შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები და ინფორმაცია.
3.დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ უცხოელს მისი უფლებები და მოვალეობები განემარტება მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.
These lawyers work in the legal area related to this article.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი