საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Article 21^129. მოსამართლის ბრძანება თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ
1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის XI 1 თავით გათვალისწინებულ შემთხვევაში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას: ა) თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ; ბ) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; გ) თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ; დ) თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ.
