1.კომისიისა და მისი კომიტეტის საქმიანობისა და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე აღსასრულებელი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა ხდება კომისიის ფონდის საშუალებით.
1.კომისიისა და მისი კომიტეტის საქმიანობისა და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე აღსასრულებელი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა ხდება კომისიის ფონდის საშუალებით.
Closest in meaning — including in other laws
ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ
Always up-to-date legal framework
2.კომისიის ფონდის შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და კომისიის წესდებით.
3.კომისიის ფონდის შევსების წყაროებია სახელმწიფო ბიუჯეტი, გრანტები, სხვა სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ან/და კერძო პირების საქველმოქმედო შემოწირულობები, ასევე სახელმწიფოსა და არაკეთილსინდისიერი მფლობელების მიერ გადაცემული სადავო ქონება.
4.კომისიას აქვს ანგარიში ბანკში, რომელზედაც აღირიცხება კომისიის ფონდის სახსრები.
5.კომისია თავისი ბიუჯეტის პროექტს საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განსაზღვრულ ვადებში.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.