ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ
Article 20. სპეციალიზებული ფსიქიატრიული დახმარება
1. სპეციალიზებული ფსიქიატრიული დახმარება ტარდება შესაბამისად ლიცენზირებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
2. სპეციალიზებული ფსიქიატრიული დახმარება უტარდება ქრონიკული ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებს, რომლებიც საჭიროებენ ზრუნვას და რომლებსაც უნდა ჩაუტარდეთ შემანარჩუნებელი თერაპია და სარეაბილიტაციო ღონისძიებები.
3. სპეციალიზებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პაციენტის მოთავსების საფუძველია ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნა პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის თხოვნით.
4. სპეციალიზებული ფსიქიატრიული დაწესებულებიდან პაციენტის გაწერა შესაძლებელია: ა) პაციენტის თხოვნით, თუ მას აქვს დამოუკიდებლად ცხოვრების უნარი; ბ) მისი კანონიერი წარმომადგენლის თხოვნით.
