„ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“
Article 4
1. პაციენტის არანებაყოფლობით სტაციონირებისას, პაციენტის სტაციონირების მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს ექიმ - ფსიქიატრთა კომისია.
2. უქმე და დასვენების დღეებში ადმინისტრაცია ვალდებულია, უზრუნველყოს ფსიქიატრიული კომისიის შეკრება.
3. თუ ექიმ - ფსიქიატრთა კომისია დაასკვნის, რომ არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება არ არის მიზანშეწონილი, პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა გაეწეროს სტაციონარიდან.
4. ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის გადაწყვეტილება (გაცემული სათანადო წესით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად) გადაეცემა ადმინისტრაციას, რომელიც ვალდებულია პაციენტის სტაციონარში მოთავსებიდან 48 საათის ვადაში მიმართოს სასამართლოს (სათანადო წესით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად), პაციენტის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების თაობაზე ბრძანების გამოცემის მიზნით.
5. სასამართლოსადმი მიმართვის ფორმა ივსება აგრეთვე ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის მიერ არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების 3-თვიანი ვადის ამოწურვამდე, თუ პაციენტი საჭიროებს არანებაყოფლობითი მკურნალობის გაგრძელებას.
6. პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში ფიქსირდება პაციენტის უარი სტაციონირებასა და მკურნალობაზე, (ფორმის შევსების ფაქტი, თარიღი და დრო, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებენ კომისიის წევრები) 7. გასვლითი სასამართლო სხდომის შემთხვევაში, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია გამოყოს სასამართლოს სხდომისათვის შესაბამისი ფართი.
8. არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ სასამართლოს ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, არაიდენტიფიცირებულ პაციენტს ენიჭება საიდენტიფიკაციო ნომერი და მოიხსენიება როგორც „ არაიდენტიფიცირებული პაციენტი“, რაც დაწესებულების ადმინისტრაციას აძლევს უფლებას მკურნალობის პროცესში მიანიჭოს პაციენტს პირობითი სახელი ურთიერთობის გაადვილების მიზნით.
