დოკუმენტის მწარმოებელს უფლება აქვს, მოსთხოვოს დოკუმენტის მიმღებს: ა) გადაცემული სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ ინფორმაცია უფასოდ, გადაცემიდან 1 თვის ვადაში გამოაქვეყნოს სახელმწიფო ბიბლიოგრაფიულ, სასიგნალო და რეფერატულ გამოცემებში; ბ) სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია შეიტანოს ელექტრონულ კატალოგებსა და მონაცემთა ბაზებში; გ) მიიღოს გადაცემული დოკუმენტის ასლი, აგრეთვე სტატისტიკური და ფაქტოგრაფიული ცნობები მის მიერ გამოცემული პროდუქციის შესახებ; დ) ასახოს სავალდებულო ეგზემპლარის გადაცემის ხარჯები შესაბამისი დოკუმენტის მთლიანი ტირაჟის თვითღირებულებაში. თავი III სავალდებულო ეგზემპლარის მიმღები, მისი უფლებები და მოვალეობები
დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ
Article 16. დოკუმენტის მწარმოებლის უფლებები
Consolidation №8 Verified against the current consolidation · 6 Feb 2025
