მკითხველი უფლებამოსილია: ა) მიიღოს ბიბლიოთეკაში დაცული საბიბლიოთეკო დოკუმენტები ბიბლიოთეკით – სარგებლობის წესების შესაბამისად; ბ) მიიღოს სრული ინფორმაცია მისთვის საინტერესო საკითხების შესახებ; გ) ისარგებლოს ბიბლიოთეკის საძიებო საშუალებებით; დ) ორიგინალის უქონლობის შემთხვევაში მიიღოს მისთვის საჭირო დოკუმენტი ან მისი ასლი სხვა ბიბლიოთეკიდან ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტის მეშვეობით; ე) მოითხოვოს მისთვის საჭირო დოკუმენტის ასლის გადაღება ბიბლიოთეკაში დადგენილი ნიხრის მიხედვით; ვ) ბიბლიოთეკასთან შეთანხმებით გამოაქვეყნოს ან სხვა საშუალებებით გააცნოს საზოგადოებას საბიბლიოთეკო დოკუმენტი, თუკი ის არ ეწინააღმდეგება სახელმწიფო საიდუმლოებისა და საავტორო უფლებების შესახებ კანონმდებლობას; ზ) მონაწილეობა მიიღოს ბიბლიოთეკართა და ბიბლიოთეკის მკითხველთა საზოგადოებრივი გაერთიანებების საქმიანობაში ან ბიბლიოთეკის საჭირბოროტო საკითხების განხილვაში.
Article 7. მკითხველის უფლებები
Consolidation №10 Verified against the current consolidation · 26 Jun 2025
Topics:Student Rights
Specialists in this area
These lawyers work in the legal area related to this article.

