1.
1.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დროებით გატანილი გადაუმუშავებელი საქონელი, გადამუშავების პროდუქტი ან/და მათი მაკომპლექტებელი ნაწილები ამ კოდექსის 119-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე დაბრუნდა გადამუშავების პროდუქტის სახით და მოექცა იმავე საბაჟო რეჟიმში, მაშინ მის მიმართ საბაჟო ვალდებულება არ წარმოიშობა. ამასთანავე, გადამუშავების პროდუქტის დაბრუნებისას დეკლარანტმა უნდა უზრუნველყოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენებისათვის წარდგენილი გარანტიის გაზრდა ამ კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გაანგარიშებული საბაჟო ღირებულების საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის ოდენობით.
3.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადამუშავების პროდუქტის დაბრუნებასთან დაკავშირებით (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა) წარმოიშობა საბაჟო ვალდებულება ამ კოდექსის 121-ე და 122-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და შესაბამისად გაანგარიშებული იმპორტის გადასახდელების თანხის ოდენობით.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.