Article 147. საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გადამუშავება
Consolidation №10 Verified against the current consolidation · 17 Dec 2025
შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონელი, გადამუშავებული პროდუქტი ან/და მისი მაკომპლექტებელი ნაწილები საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით, ამ კოდექსის 146-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე დაბრუნების პირობით შეიძლება გადამუშავებისთვის დროებით გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ. ამ შემთხვევაში გასატან საქონელთან დაკავშირებით მოქმედებს გარე გადამუშავების პროცედურისთვის დადგენილი წესები და პირობები. თავი XXV. გარე გადამუშავების პროცედურა
