Article 43. საბაჟო ღირებულების განსაზღვრა სხვადასხვა საბაჟო დამუშავების ოპერაციის დროს, გარდა საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა
1. საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმით გატანილი საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას მათ საბაჟო ღირებულებას აკლდება გადასამუშავებლად გატანილი და დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება.
2. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული იმ გადამუშავების პროდუქტების საბაჟო ღირებულება, რომლებიც დეკლარირებულია თავისუფალი მიმოქცევის (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში, განისაზღვრება საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული შესაბამისი გადასამუშავებელი საქონლის საბაჟო ღირებულების ფაქტობრივად გადამუშავებული ნაწილის მიხედვით.
3. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული იმ გადამუშავების პროდუქტების საბაჟო ღირებულება, რომლებიც გაიტანება საბაჟო ტერიტორიის გარეთ, განისაზღვრება ექსპორტის საბაჟო ღირებულების პრინციპების შესაბამისად.
4. ამ მუხლის დებულებების გათვალისწინებით საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება ამ კოდექსის VI თავის შესაბამისად. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 კარი IV საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის ზოგადი დებულებები თავი VII საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა
