ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ
Article 26. ინფორმაციის წარდგენის წესი და ვადები
1. ამ კანონის 25- ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგება და სხვა ინფორმაცია ( დოკუმენტი ) სამსახურს წარედგინება ელექტრონულად ან წერილობით , სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით .
2. ამ კანონის 25- ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგება სამსახურს უნდა წარედგინოს საფუძვლიანი ეჭვის გაჩენის დღესვე .
3. ამ კანონის 25- ე მუხლის მე -2− მე -4 პუნქტებით გათვალისწინებული ანგარიშგებები სამსახურს უნდა წარედგინოს სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ვადაში .
4. ამ კანონის 25- ე მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგება სამსახურს უნდა წარედგინოს ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა .
