Article 188. საბაჟო ვალდებულების წარმოშობა საბაჟო ზედამხედველობიდან საქონლის გატანისას
Consolidation №15 Verified against the current consolidation · 7 Dec 2010
1. საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა საბაჟო ზედამხედველობიდან იმ საქონლის გატანის დღიდან, რომელიც ექვემდებარება საბაჟო გადასახდელებით დაბეგვრას.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საბაჟო ვალდებულებასთან დაკავშირებით ვალდებული პირები არიან დეკლარანტი, საქონლის მესაკუთრე და საქონლის მფლობელი.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილი აგრეთვე ვრცელდება საქონლის ისეთ გატანაზე, რომლის დროსაც საქონელს უსაფუძვლოდ ენიჭება საქართველოს საქონლის სტატუსი.
