1.საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის დღიდან საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ: ა) არ სრულდება იმპორტის გადასახდელებით დაბეგვრას დაქვემდებარებული საქონლის დროებითი დასაწყობების ან მის მიმართ შესაბამისი საბაჟო რეჟიმის გამოყენების მოთხოვნები, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემთხვევისა; ბ) არ სრულდება შესაბამის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევისათვის ან იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებისათვის დადგენილი პირობები.
