Article 217. საბაჟო დავის დაწყების საფუძველი
1. საბაჟო დავის დაწყების მატერიალური საფუძველია საბაჟო ორგანოს, დეკლარანტის, საქონლის მფლობელის, საქონლის მესაკუთრის ან სხვა ვალდებული პირის (შემდგომში – საბაჟო პროცედურების განმახორციელებელი პირის) მიერ საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების დარღვევა.
2. საბაჟო დავის დაწყების ფორმალური საფუძველია საბაჟო ორგანოს წერილობითი გადაწყვეტილება ან საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში წერილობითი გადაწყვეტილების მიუღებლობა.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას და საბაჟო ორგანოს წერილობითი გადაწყვეტილების წარდგენის უზრუნველყოფის შემთხვევაში საბაჟო პროცედურების განმახორციელებელ პირს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს სადავო საკითხი გაასაჩივროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის VIII კარით დადგენილი წესით. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4256 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ. 450
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
