1.
1.
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბაჟო კოდექსი
Always up-to-date legal framework
2.დეკლარანტი უნდა იყოს საქართველოში დაფუძნებული პირი, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3.საქართველოში დაფუძნების ვალდებულების შესრულება არ მოეთხოვება: ა) პირს, რომელიც წარადგენს საქონლის ტრანზიტის ან დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცევის საბაჟო დეკლარაციას; ბ) პირს, რომელიც საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით არარეგულარულად წარადგენს საბაჟო დეკლარაციას, მათ შორის, შიდა გადამუშავების პროცედურის ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას; გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის მომიჯნავე უცხო ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე დაფუძნებულ პირს, რომელიც საქონელს წარადგენს უშუალოდ ამ ტერიტორიებს შორის არსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტში, იმ პირობით, რომ, ნაცვალგების პრინციპის გამოყენებით, მსგავსი შეღავათით სარგებლობს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დაფუძნებული პირი.
These lawyers work in the legal area related to this article.
Cites