Article 22. საქართველოს საბაჟო ორგანოები
1. საქართველოს საბაჟო ორგანოების ერთიან, ცენტრალიზებულ სისტემას შეადგენს შემოსავლების სამსახური (ცენტრალური აპარატი), მისი ტერიტორიული ორგანოები (რეგიონული ცენტრები) და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შექმნილი შემოსავლების სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულები (ასეთი ერთეულების შექმნის შემთხვევაში).
2. შემოსავლების სამსახური შედის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4256 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ. 450 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2668 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.27 მუხლი 23. საბაჟო ორგანოს დამატებითი უფლებამოსილებანი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლება აქვს, საბაჟო საქმის ორგანიზების მიზნით, საქონლის ექსპერტიზისა და სხვა გამოკვლევის ჩასატარებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნას საბაჟო ლაბორატორიები.
2. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, სავალდებულო საბაჟო პროცედურების განხორციელების გარდა, დამატებით გასწიოს საბაჟო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
3. საბაჟო ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით ახორციელებს შესაბამის აღნიშვნებს სამგზავრო დოკუმენტებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას. ამ მიზნით საბაჟო ორგანო უფლებამოსილია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ პირს მოსთხოვოს და შეუმოწმოს პირადობის და საქართველოში შემოსვლის ან საქართველოდან გასვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბაჟო კოდექსი
