Article 93. საქონლის ცენტრალიზებული გაფორმება
Consolidation №10 Verified against the current consolidation · 17 Dec 2025
1. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, დაინტერესებულ პირს მისი განცხადების საფუძველზე მისცეს საბაჟო დეკლარაციის წარდგენის და საქონლის გაფორმების სხვადასხვა ადგილზე განხორციელების უფლება.
2. საქონლის გაფორმების სხვადასხვა ადგილზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენისა და საქონლის გაფორმების განხორციელების წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბაჟო კოდექსი
