Article 247. საბაჟო დამუშავების ოპერაციებზე საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი პირობების დარღვევა
1. საბაჟო დამუშავების ოპერაციებზე საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი პირობების დარღვევა, – იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 500 ლარით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით. მუხლი 248. საქონლის დაკარგვა, განადგურება ან უკანონო განკარგვა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა/გასვლა, რასაც თან ახლავს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი პირობების დარღვევა და რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დაკარგვა, განადგურება ან უკანონო განკარგვა, – იწვევს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მფლობელის დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307
