1.(ამოღებულია).
2.(ამოღებულია).
3.საქართველოს ინტეგრირებული ტარიფი არის მონაცემთა სისტემატიზებული ერთობლიობა, რომელიც შედგება: ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურისაგან (შემდგომში – სესესნ); ბ) საბაჟო გადასახდელების განაკვეთებისაგან ან შეღავათებისაგან, რომლებიც გამოიყენება სესესნ-ში მოცემული საქონლის მიმართ; გ) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი შეღავათებისაგან (პრეფერენციებისაგან); დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან, რომლებიც გამოიყენება სესესნ-ში მოცემული საქონლის მიმართ.
4.ამ მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შეღავათები გამოიყენება საბაჟო გადასახადის ჩვეულებრივი განაკვეთების ნაცვლად, თუ საქონელი აკმაყოფილებს ამ შეღავათებით სარგებლობისათვის დადგენილ პირობებს.
5.(ამოღებულია).
6.საქართველოს ინტეგრირებული ტარიფი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4247 – სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.398 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №872 - სსმ I, №41, 30.12. 2008წ., მუხ.307 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87 მუხლი 27. საქონლის კლასიფიკაცია 1. საქონლის კლასიფიკაციისას დეკლარანტი საქონლის კოდს განსაზღვრავს სესესნის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
2.თუ საბაჟო ორგანო არ ეთანხმება დეკლარირებული საქონლის კოდს, იგი ამის შესახებ აცნობებს დეკლარანტს და საქონლის კოდი განისაზღვრება სესესნის საქონლის კლასიფიკაციის ზოგადი წესებით.
3.საგარეო ვაჭრობის მარეგულირებელი ღონისძიებები, რომლებიც მოქმედებს სხვა სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით, გამოყენებული უნდა იქნეს საქონლის კლასიფიკაციის შესაბამისად.
4.საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4247 – სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.398 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1529 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.87 მუხლი 28. საბაჟო მოსაკრებლებისა და საბაჟო გადასახადის განაკვეთები საბაჟო მოსაკრებლების განაკვეთები, მათი შემოღებისა და ადმინისტრირების წესები რეგულირდება „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო საბაჟო გადასახადის განაკვეთები, მათი შემოღებისა და ადმინისტრირების წესები – საქართველოს საგადასახადო კოდექსით. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4247 – სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.398 თავი V საქონლის წარმოშობა
