For information only — not legal advice.
1. იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშებისას საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო პროცედურაში მოქცეული ან დროებით შენახული საქონლის დასაწყობების ხარჯი ან/და მის მიმართ განხორციელებული ამ კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვები ქმედებების განხორციელების ხარჯი არ გაითვალისწინება, თუ დეკლარანტი წარადგენს ამ ხარჯის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტს. ამასთანავე, ამ საქონლის დასაწყობებისას ან/და მის მიმართ დასაშვები ქმედებების განხორციელებისას გამოყენებული უცხოური საქონლის საბაჟო ღირებულება, რაოდენობა, სახეობა და წარმოშობა გაითვალისწინება იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშებისას.
2. თუ ამ კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებების განხორციელების შედეგად იცვლება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო პროცედურაში მოქცეული საქონლის სეს ესნ-ის კოდი, დეკლარანტის მოთხოვნით ამ საქონლისთვის გამოიყენება თავდაპირველი სეს ესნ-ის კოდი.
3. თუ საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებულ გადამუშავებულ პროდუქტზე, დეკლარანტის მოთხოვნით ეს საბაჟო ვალდებულება განისაზღვრება ამ საქონლის შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტში, აღნიშნული საქონლის სეს ესნ-ის კოდის, რაოდენობის, სახეობისა და წარმოშობის საფუძველზე.
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების განხორციელებისთვის ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნებისთვის თავის არიდების გამოსარიცხად იმპორტის გადასახადის ოდენობა, დეკლარანტის შესაბამისი მოთხოვნის გარეშე, გაანგარიშდება ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.
5. თუ საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებულ საქონელზე ან ამ კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემცვლელ საქონელზე, ეს საბაჟო ვალდებულება განისაზღვრება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ განხორციელებული საქონლის გადამუშავების ოპერაციის ღირებულების საფუძველზე.
6. ამ კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად წარმოშობილი საბაჟო ვალდებულების განსაზღვრისას გაითვალისწინება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით ან ამ კოდექსის 107-ე−109-ე მუხლებით დადგენილი საქონლის შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმი. თავი VIII. იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტია
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბაჟო კოდექსი