Article 2. საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა
Consolidation №10 Verified against the current consolidation · 17 Dec 2025
Topics:International Contracts
1. საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა შედგება საბაჟო ფორმალობებთან დაკავშირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისგან, ამ კოდექსისგან და მის შესაბამისად მიღებული ან გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისგან.
2. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა იღებს ან საქართველოს ფინანსთა მინისტრი გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს.
3. საქართველოსთვის ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას ამ კოდექსის მიმართ აქვს უპირატესი იურიდიული ძალა.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბაჟო კოდექსი
