1.რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის შემოწმების მიზნით საბაჟო ორგანო უფლებამოსილია: ა) შეამოწმოს საბაჟო დეკლარაციის შესაბამისობა თანდართულ დოკუმენტებთან და წარდგენილ საქონელთან; ბ) დეკლარანტს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია დეკლარირებულ მონაცემებთან; გ) დაათვალიეროს საქონელი და აიღოს სინჯი ან/და ნიმუში.
2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების დრო არ უნდა აღემატებოდეს ასეთი მოქმედებებისათვის საჭირო ვადებს.
