Article 70. დეკლარანტი
1. ამ კოდექსის მე-8 მუხლის დებულებების გათვალისწინებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის უფლება აქვს პირს, რომელსაც შეუძლია, საქონელი წარადგინოს უფლებამოსილ საბაჟო ორგანოში.
2. თუ საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია იწვევს პირის ვალდებულებების წარმოშობას, საბაჟო დეკლარაცია უნდა წარადგინოს შესაბამისმა პირმა ან მისმა წარმომადგენელმა. ამ კოდექსის მე-8 მუხლის დებულებების გათვალისწინებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას დეკლარანტად ითვლება საქონლის მიმღები, ხოლო საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას – საქონლის გამგზავნი, რომლებიც შესაბამისად მითითებული უნდა იყვნენ საქონლის მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტებში. ამასთანავე, საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევისას დეკლარანტი აგრეთვე შესაძლოა იყოს საქონლის მფლობელი.
3. დეკლარანტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რეზიდენტი ფიზიკური პირი ან საქართველოს საწარმო/ორგანიზაცია, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რეზიდენტი ფიზიკური პირისა) ან უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის დეკლარირება ხორციელდება: ა) საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში ან საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში; ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
5. დეკლარანტი და პირი, რომლის მაგივრადაც ირიბი წარმომადგენლობისას წარადგინეს საბაჟო დეკლარაცია, პასუხისმგებელი არიან დეკლარირებული მონაცემების სისწორეზე, წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობასა და საბაჟო დეკლარაციასთან საქონლის შესაბამისობაზე. მუხლი 71. დეკლარირებული მონაცემების შეცვლა 1. საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის შემდეგ დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე შესაძლებელია საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემების შეცვლა. ეს ცვლილებები არ შეიძლება ეხებოდეს იმ საქონელს, რომელიც არ არის დეკლარირებული ამ საბაჟო დეკლარაციით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებების შეტანისთვის დეკლარანტს არ დაეკისრება ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, თუ აღნიშნული ცვლილებები განხორციელდა მანამ, სანამ: ა) საბაჟო ორგანომ დაადგინა დეკლარირებული მონაცემების მცდარობა; ბ) საბაჟო ორგანომ შეატყობინა დეკლარანტს ამ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების განზრახვის თაობაზე; გ) საბაჟო ორგანომ გაუშვა საქონელი.
3. ამ კოდექსის 31-ე მუხლის მე-12 ნაწილის ან/და საქონლის წარმოშობის წესების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე საბაჟო დეკლარაციის ცვლილებების შეტანის შემთხვევაში დეკლარანტს არ დაეკისრება ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
4. თუ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებების შეტანა დაკავშირებულია ისეთი არასწორი მონაცემების შეცვლასთან, რომლებიც გახდა საბაჟო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებების შეტანა საბაჟო ორგანოს მიერ შესაძლებელია შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევის დადგენილი წესით დაფიქსირების შემდეგ.
5. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით ან დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე შეცვალოს საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემები საქონლის გაშვების შემდეგ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბაჟო კოდექსი
