1.სახელმწიფო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელს უწყობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული არასრულწლოვნის სოციალურ დაცვას, დახმარებასა და რეაბილიტაციას.
2.სახელმწიფო ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული არასრულწლოვნის მოთავსებას ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში (თავშესაფარში). თავშესაფარში, მისი შინაგანაწესით დადგენილი წესით, ასევე შეიძლება მოთავსდეს არასრულწლოვანი, რომლის ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლია ან დაზარალებულია.
3.ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში (თავშესაფარში) მოთავსებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული არასრულწლოვნის ცხოვრების, დასვენების, დახმარებისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო პირობები განისაზღვრება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) შინაგანაწესით, რომელიც ასევე შეიძლება ითვალისწინებდეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული არასრულწლოვნის მიერ ასაკის შესაბამისი მინიმალური განათლების მიღების შესაძლებლობას. საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის კანონი №6012 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.




