საქართველოს სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობა უცხო ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თავიდან აცილების, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის სფეროებში განისაზღვრება „ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის, მისი დამატებითი ოქმის „ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების, ტრეფიკინგის თავიდან აცილების, აღკვეთისა და დასჯის შესახებ“, „ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის, საქართველოს მიერ შესაბამის სახელმწიფოებთან დადებული სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებების და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ
Article 22. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობა უცხო ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში
Consolidation №19 Verified against the current consolidation · 2 Apr 2025





