1.ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ 1 “ ან „დ 4 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების წარმოშობის შესახებ ინფორმაციის ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან მიღების შემთხვევაში ლიცენზიას ან/და შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვას ავტომატურად შეუჩერდება იურიდიული ძალა. ამასთანავე, ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შეტყობინებების ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში უნარჩუნდება იარაღის ამ მუხლით განსაზღვრული წესით განკარგვის უფლება.
