1.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
1.
Closest in meaning — including in other laws
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
Always up-to-date legal framework
2.ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მეშვეობით განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას ინსპექტირების ორგანო ობიექტზე გამოვლენილი არსებითი შეუსაბამობის ან კრიტიკული შეუსაბამობის არსებობის შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს. აღნიშნული შეუსაბამობა ფიქსირდება ტექნიკური ინსპექტირების ოქმში. ამ ოქმის ასლი სპეციალური შენიშვნით/მითითებით (მისი არსებობის შემთხვევაში) 24 საათის განმავლობაში ეგზავნება ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს.
3.ინსპექტირების ორგანო საქმიანობის დაწყებისთვის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უგზავნის შეტყობინებას აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად.
4.ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მეშვეობით განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას ინსპექტირების ორგანო ტექნიკური და სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განმახორციელებელ შესაბამის ორგანოს წარუდგენს ინსპექტირებისა და მისი შედეგების შესახებ დოკუმენტებს ინსპექტირების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5.ობიექტის უსაფრთხოების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელ აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევა, გარდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი ქვეყნების ინსპექტირების ორგანოებისა, რომელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა საქართველოს ტერიტორიასაც ფარავს.
6.ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების დროს ინსპექტირების ორგანო ობიექტის დადგენილ მოთხოვნებთან სრული შესაბამისობის შემთხვევაში გასცემს ინსპექტირების სერტიფიკატს.
7.ტექნიკურ მოთხოვნებთან ობიექტის შესაბამისობის შემთხვევაში ინსპექტირების სერტიფიკატის ასლს ინსპექტირების ორგანო ინსპექტირების სერტიფიკატის გაცემიდან 5 დღის ვადაში უგზავნის ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, რომელსაც მასში აღნიშნული ინფორმაცია შეაქვს ობიექტების უწყებრივ რეესტრში.
8.(ამოღებულია - 29.06.2018, №2757);
9.(ამოღებულია - 29.06.2018, №2757);
10.(ამოღებულია - 29.06.2018, №2757);
11.(ამოღებულია - 29.06.2018, №2757);
12.(ამოღებულია - 29.06.2018, №2757);
13.ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტის გაგზავნა ასევე შესაძლებელია ელექტრ ონული ფორმით. საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2757 – ვებგვერდი, 19.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3690 – ვებგვერდი, 07.11.2018წ.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.