1.რეგულირების ობიექტის შემოწმების განხორციელების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში (შემდგომში – რეგულირების ობიექტის შემოწმების ბრძანება), საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ძირითადი რეკვიზიტების გარდა, შესაძლებელია მითითებულ იქნეს სხვა საჭირო მონაცემებიც.
2.მცურავი სატრანსპორტო საშუალებების შემოწმების ბრძანება შესაძლებელია გამოცემულ იქნეს წინასწარ, კონკრეტული მცურავი სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტებისა და რეგულირების ობიექტის შემოწმების ჩატარების პერიოდის (მისი დაწყებისა და დასრულების ვადების) მითითების გარეშეც. მცურავი სატრანსპორტო საშუალებების შემოწმების ბრძანება შესაძლებელია ითვალისწინებდეს შემოწმებების განხორციელების დავალებას დროის განსაზღვრულ ვადაში (დღე, კვირა, თვე, წელიწადი).
3.რეგულირების ობიექტის შემოწმების ბრძანების გამოცემა დასაშვებია რეგულირების ობიექტის მფლობელობაში არსებულ ერთი ან რამდენიმე ობიექტის შემოწმების განხორციელების თაობაზე.
4.ადამიანური და მატერიალური რესურსების რაციონალური გამოყენების მიზნით, ასევე განსაკუთრებულ შემთხვევებში, რამდენიმე რეგულირების ობიექტის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით მათ შესამოწმებლად შესაძლებელია რეგულირების ობიექტების ერთიანი შემოწმების ბრძანების გამოცემა.

