Closest in meaning — including in other laws
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ
Always up-to-date legal framework
2.რეგულირების ობიექტის შემოწმების მიმდინარეობა შესაძლოა შეჩერდეს იმ დროის განმავლობაში, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის მიერ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნისა და ამ ინფორმაციის მიღებისათვის, რეგულირების ობიექტის მიერ განხორციელებული სამუშაოების ან/და იმ ტექნოლოგიური ციკლის განხორციელებისთვის, რომლის ჩატარებაც აუცილებელია რეგულირების ობიექტის მიერ გარემოზე ზემოქმედების სრული სურათის მისაღებად, ასევე სხვა ობიექტური გარემოებების გამო, საჭირო დროის განმავლობაში, რაც საერთო ვადებში არ აითვლება.
3.ფორსმაჟორული სიტუაციის, სხვა ბუნებრივი მოვლენებისა და ობიექტური გარემოების არსებობისას, როდესაც შეუძლებელია რეგულირების ობიექტის შემოწმების გაგრძელება, შესაძლებელია მოხდეს რეგულირების ობიექტის შემოწმების შეჩერება საჭირო დროის განმავლობაში, რაც საერთო ვადებში არ აითვლება. შემოწმების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემოწმების ჩატარების განხორციელების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირი.
4.ამ მუხლით გათვალისწინებული რეგულირების ობიექტის შემოწმების შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის შემდეგ შემოწმების ჩატარების განხორციელების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უფლებამოსილი შესაბამისი პირი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. თავი IV რეგულირების ობიექტის ინსპექტირების განხორციელება
The amendments this article has been through
The maximum duration for an inspection of a regulated entity is extended from 60 to 120 calendar days.
amending act №5253735Describe your situation — we'll help you find the right specialist.