1.
1.
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ
Always up-to-date legal framework
2.პატრულირება ხორციელდება ღია, ფარული და შერეული მეთოდით – სპეციალური განმასხვავებელი ნიშნების მქონე ავტომანქანით ან/და მცურავი საშუალებით ან/და ქვეითად.
3.ავტოსატრანსპორტო საშულებით პატრულირება ხორციელდება ეკიპაჟით, დეპარტამენტის ორი უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის შემადგენლობით, რომელთაგან ერთი ინიშნება ეკიპაჟის უფროსად.
4.ღია მეთოდით პატრულირება ხორციელდება სპეციალური შეფერილობის ავტომანქანით.
5.ფარული მეთოდით პატრულირება ხორციელდება ჩვეულებრივი შეფერილობის ავტომანქანით, რომელთაც არ აქვთ განმასხვავებელი ნიშნები. ამ შემთხვევაში, თუ დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას ფარული მეთოდით და არ ატარებს სპეციალურ ტანსაცმელს (უნიფორმას), მას უნდა ჰქონდეს სამსახურებრივი პირადობის მოწმობა.
6.შერეული მეთოდით პატრულირება ხორციელდება ერთდროულად ორი ავტომობილით, რომელთაგან ერთს აქვს სპეციალური შეფერილობა, ხოლო მეორე ჩვეულებრივი შეფერილობისაა.
7.პატრულირება ხორციელდება დღე-ღამის ნებისმიერ დროს, დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს უფროსის მიერ შედგენილი ყოველდღიური გრაფიკის მიხედვით.
8.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უნდა ჰქონდეს გამართული აღჭურვილობა, უნდა ეცვას სპეციალური ტანსაცმელი (უნიფორმა) და ჰქონდეს სამსახურებრივი პირადობის მოწმობა, ამასთანავე უფლებამოსილია თან იქონიოს: ა) სამსახურებრივ-საშტატო იარაღი (მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში); ბ) ფიზიკური იძულების სპეციალური საშუალებები და სხვა აღჭურვილობა; გ) ფოტო და ვიდეოკამერა; დ) ოქმები, აქტების ბლანკები, ახნა-განმარტების ბლანკები, ავტოკალამი, ფანქარი, სახაზავი, ელ.ფანარი და სხვა საჭირო დოკუმენტები და ნივთები.
The amendments this article has been through
Details procedures and crew composition for patrols, including open, covert, and mixed methods.
amending act №4253116Updated patrol scheduling procedures to require a 24-hour schedule approved by central or territorial department heads.
amending act №3586900Describe your situation — we'll help you find the right specialist.